ჩისკო “დინამოდან” წავიდა

0
45

საქართველოს ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულის თბილისის ”დინამოს” მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ესპანელმა გუნდიდან  წასვლის შესახებ სურვილი თავად გამოთქვა, კლუბის მესვეურებმა კი მისი სურვილი დააკმაყოფილეს.  40 წლის მწვრთნელმა თბილისურ კლუბში ორჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი. ჩისკო ”დინამოს” რიგებში ფეხბურთელის რანგშიც წარმატებით ასპარეზობდა.
ინფორმაცია, თუ ვინ ჩაანაცვლებს ესპანელ სპეციალისტს. ამ დროისათვის ცნობილი არაა.
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი, “დინამო თბილისმა” 40 ქულით, პირველ ადგილზე დაასრულა. მომავალ სეზონში, თბილისელები უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.