დიეგო მარადონა: „მსურს სკუდეტო “ნაპოლიმ” მოიგოს“

0
61

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორი დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის გახდა. საიუბილეოდ ლეგენდარულ ფეხბურთელს საჩუქრად სამი რამ სურს.
„მინდა, რომ ეს მკვლელი პანდემია მალე მოგვშორდეს. მსურს, ყველა მშვიდად იყოს.
რაც შეეხება ფეხბურთს, ვისურვებდი, რომ ჩემმა “ხიმნასიამ” ტიტულის მოგება შეძლოს. და ბოლოს, ძალიან მინდა, რომ “ნაპოლიმ” სკუდეტო მოიგოს. ეს გუნდი მომწონს და მას ვქომაგობ“, – განუცხადა მარადონამ Corriere dello Sport-ს.