ფიფა/კოკა-კოლას მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული ნაკრებების ოქტომბრის თვის რეიტინგში საქართველოს ეროვნული გუნდი სამი პოზიციით დაწინაურდა.
ვლადიმირ ვაისის შეგირდები 86-ე ადგილზე არიან. ცნობისათვის სექტემბრის თვეში საქართველოს ნაკრები 89-ე პოზიციაზე იმყოფებოდა. ვაისის მწვრთნელობის (2016 წლიდან) პერიოდში “ჯვაროსნები” ფიფას რეიტინგში ასე მაღლა არასოდეს ყოფილან.
ევრო-2020-სი პლეი ოფის ფინალში ქართველების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია რეიტინგში 65-ე პოზიციაზეა.
ერთა ლიგის C ლიგის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები სომხეთი და ესტონეთი შესაბამისად მეასე და 109-ე ადგილზე არიან.
რეიტინგს ბელგია ლიდერობს, მეორე ადგილზე საფრანგეთი იმყოფება, ხოლო მესამეზე – ბრაზილია.
მთავარი ნიუსი საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა