მოგება ლიხტენშტეინში

0
34

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით – 2:0 დასრულდა.
​ანგარიში მე-20 წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა. 35-ე წუთზე კი, მეტოქის კარი დავით სამურკასოვმა აიღო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში მსაჯმა მოედნიდან საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააძევა. ვასილ მაისურაძის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და სამი ქულა მოიპოვა.
7 შეხვედრის შემდეგ, 9 ქულით საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში მესამე ადგილზეა.

​ლიხტენშტაინი 0:2 საქართველო
სპორტპარკი, ესხენი
​ლიხტენშტაინი: მამარდაშვილი, ასათიანი (47′ ბურჯანაძე), ანდრონიკაშვილი, სამურკასოვი (62′ გულიაშვილი), ქავთარაძე (45+3′ სანიკიძე), დარცმელია, სპანდერაშვილი (47′ ბუღრიძე), კუცია, ჯინჯოლავა, აზაროვი, მექვაბიშვილი (87′ ძებნიაური)
​სათადარიგო შემადგენლობა: კაპანაძე, ქაფიანიძე, არდაზიშვილი, კუხიანიძე
​მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაძევება: 45+1′ მამარდაშვილი, 89′ გრაბერი
​გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (20), 0:2 სამურკასოვი (35)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 9 ოქტომბერს შვეიცარიის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.