ბორჯღალოსნები რუსებს 1-ელ ნოემბერს დაუხვდებიან

0
43

რაგბი ევროპამ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის თარიღი დაადგინა – მატჩი თბილისში 1-ელ ნოემბერს 15:00-ზე დაიწება.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა ამ გუნდებს შორის 14 მარტს თბილისში უნდა გამართულიყო. რუსეთის ნაკრები უკვე საქართველოში იმყოფებოდა, მაგრამ რაგბი ევროპის ორგანიზაციამ მატჩი კორონავირუსის პანდემიის გამო, გადადო.
უცნობია, დაუშვებენ თუ არა მაყურებელს ამ შეხვედრაზე. მატჩს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს – “ბორჯღალოსნებმა” ტურნირის ჩემპიონობა უკვე გაინაღდეს.