ლეო მესი „ბარსელონაში“ კიდევ ერთი წლით დარჩება. აღნიშნულ ინფორმაციას არგენტინული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით ფეხბურთელმა გადაწყვეტილება სასამართლო დავის თავიდან აცილების მიძნით მიიღო.
არგენტინელი „ბარსელონაში“ მისი კონტრაქტის ამოწურვამდე – 2021 წლის ივნისამდე დარჩება, შემდგომ კი შეეძლება კლუბი უფასოდ დატოვოს.
”ბარსელონაში” ბედნიერი აღარ ვიყავი და წასვლა მინდოდა. ამის გაკეთების საშუალება არ მომცეს, ამიტომაც კლუბში ვრჩები, რათა სასამართლო გარჩევები არ წამოვიწყო. “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ბარტომეუს თავკაცობით – ეს კატასტროფაა”, – განაცხადა მესიმ.
