როტორში ხუთი ქართველი ითამაშებს

0
27

საბა კვერკველია და ზურიკო დავითაშვილი კარიერას ვოლგოგრადის როტორში გააგრძელებენ. რუსული კლუბის ვებგვერდმა ორივე ჩვენებურის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

კვერკველია როტორში მოსკოვის ლოკოტივიდან იჯარით გადავიდა, რომელიც 2020/21 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი – ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობით.

28 წლის ქართველი ფეხბურთელი ლოკომოტივს 2017 წლის ზამთარში შეუერთდა და ერთხელ რუსეთის ჩემპიონი გახდა, ორ-ორჯერ კი რუსეთის თასი და სუპერთასი მოიგო. საბამ მოსკოველთა რიგებში ამ პერიოდში 109 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მანამდე ის რუბინისა და ნეფტეხიმიკის შემადგენლობაშ თამაშობდა. კვერკველია იური სიომინის გუნდიდან წასვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა, რადგან ახლი მწვრთნელის, მარკო ნიკოლიჩის გეგმებში არ ჯდებოდა.

როტორს ზურიკო დავითაშვილიც სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. ქართველმა რუბინის სასტარტოში ადგილი ლეონიდ სლუცკის მისვლის შემდეგ დაკარგა. ამავდროულად, ყაზანურ გუნდს ლეგიონერების ლიმიტის გამო უცხოელი ფეხბურთელი უნდა გაეშვა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.

დავითაშვილი რუბინის ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავდა და ყაზანური გუნდის მაისურით ჩატარებულ 28 თამაშში ორი გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ 2020/21 წლების სეზონში ზურიკო მოედანზე ორჯერ გავიდა, ხოლო კვერკველიას არ უთამაშია.

როტორში ქართველ ფეხბურთელებს სამი თანამემამულე, ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი დახვდათ.