იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობამ არგენტინელი ვარსკვლავის ლეო მესის ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანელებმა 33 წლის არგენტინელისთვის ოთხწლიანი კონტრაქტი გაამზადეს და ხელფასის სახით 260 მილიონი ევროს (სეზონში 65 მილიონი ევრო) შესთავაზებენ.
ლეო მესი “ბარსელონაში” 2005 წლიდან თამაშობს და კატალონურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
