12 აგვისტოდან ლისაბონში…

0
35

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის რამდენიმე საპასუხო მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელია, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემია გახდა.
ამ დროისთვის ¼-ფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს ოთხ კლუბს: იტალიურ ატალანტას, გერმანულ ლაიპციგს, ფრანგულ პარი სენ-ჟერმენსა და ესპანურ ატლეტიკოს. ¼-ფინალის მონაწილე კიდევ ოთხი გუნდი ⅛-ფინალის ოთხი საპასუხო შეხვედრის შემდეგ დადგინდება, რომლებიც 7-8 აგვისტოს გაიმართება.

1/8-ფინალი

ბაიერნი-ჩელსი – (პირველი მატჩი 3:0)
ნაპოლი-ბარსელონა (1:1)
მანჩესტერ სიტი-რეალი (2:1)
იუვენტუსი-ლიონი (0:1)

ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალები, ½-ფინალები და ფინალი “რვათა ფინალის” ფორმატში, აგვისტოში, ლისაბონში ჩატარდება. 12 აგვისტოდან მოყოლებული, პლეი ოფის თითოეულ რაუნდში გუნდები თითო შეხვედრას ჩაატარებენ, მატჩები კი სტადიონებზე: “ეშტადიუ დუ ბენფიკასა” (ფინალის მასპინძელი) და “ჟოზე ალვალადეზე” გაიმართება.

7-8 აგვისტო: მერვედფინალის საპასუხო შეხვედრები
12-15 აგვისტო: მეოთხედფინალები (ლისაბონი)
18-19 აგვისტო: ნახევარფინალები (ლისაბონი)
23 აგვისტო: ფინალი (ლისაბონი, ეშტადიუ დუ ბენფიკა).

მინი-ტურნირში, რომელიც ლისაბონში ჩატარდება, გუნდები ასე დაწყვილდნენ:

1/4-ფინალი
რეალი/მანჩესტერ სიტი V ლიონი/იუვენტუსი
ლაიპციგი V ატლეტიკო
ნაპოლი/ბარსელონა V ჩელსი/ბაიერნი
ატალანტა V პსჟ
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - რვათა ფინალში გუნდები დაწყვილდნენ
1/2-ფინალი
რეალი/მანჩესტერ სიტი – ლიონი/იუვენტუსი V ნაპოლი/ბარსელონა – ჩელსი/ბაიერნი
ლაიპციგი-ატლეტიკო V ატალანტა-პსჟ.