კოპა იტალიას განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი “ნაპოლისა” და “ინტერს” შორის 1:1 დასრულდა. შესაბამისად, ფინალში ნეაპოლური გუნდი გავიდა.
მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი დრის მერტენსმა გაიტანა. ბელგიელისთვის ეს ნეაპოლური მაისურით გატანილი 122-ე გოლი იყო და ამ შედეგით ის “ნაპოლის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან სლოვაკი მარეკ ჰამშიკის შედეგი გააუმჯობესა.