კატალონიის ,,ბარსელონას” თავდამსხმელმა ლეო მესიმ განაცხადა, რომ 2016 წელს გუნდის დატოვებასთან ახლოს იყო. 2016 წლის ზაფხულში, ფეხბურთელსა და მამამისს სასამართლო გადასახადების დამალვას ედავებოდა.
,,2016 წელს წასვლას ვაპირებდი… არა ,,ბარსელონას” დატოვების სურვილით, არამედ – ესპანეთის. ვგრძნობდი, რომ ცუდად მექცეოდნენ და აქ დარჩენა არ მსურდა. ოფიციალური წინადადება არ მიმიღია, რადგან ყველამ იცოდა, რომ ,,ბარსელონაში” თამაში მინდოდა.
ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს ძალიან რთული იყო. კარგია, რომ ბავშვები პატარები იყვნენ და არ ესმოდათ, რა ხდებოდა. ახლა ოჯახთან ერთად აქ დარჩენა და კარიერის ,,ბარსელონაში” დასრულება მსურს”, – მესის სიტყვებს Mirror ციტირებს.