“იუტა ჯაზის” ლეგენდარული მწვრთნელი ჯერი სლოუნი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახელოვან სპეციალისტს ჯერ კიდევ 2016 წელს პარკინსონი დაუდგინდა და დემენციაც აწუხებდა.
სლოუნი NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული მწვრთნელი გახლდათ. ის “ჯაზმენებს” 23 სეზონის (1988-2011) განმავლობაში ავარჯიშებდა და გუნდი ფინალში გაყვანა ორჯერ (1997, 1988) მოახერხა, სულ კი, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში 1223 (!) გამარჯვება ჰქონდა, რაც ყველა დროის მეოთხე მაჩვენებელია.
კალათბურთელის რანგში სლოუნი “ყველა ვარსკვლავის” მატჩის ორგზის (1967, 1969) მონაწილეა, 1978 წელს კი, მისი 4-ნომრიანი მაისური “ჩიკაგო ბულზმა” ხმარებიდან ამოიღო. 2009 წელს ჯერი ნბა-ს “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
