ჟოზე მოურინიო, ბობი რობსონი და რონალდო
ლონდონის “ტოტენჰემის” პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისი თამაშიც უნახავს.
“კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი 15 წლის განმავლობაში ინარჩუნებენ ფორმას, თუმცა, ბრაზილიელი რონალდო საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისი თამაშიც ოდესმე მინახავს”.
“თუ ჩვენ ვსაუბრობთ ტალანტზე და საფეხბურთო უნარებზე, რონალდოს ვერავინ შეედრება. როდესაც “ბარსელონაში” თამაშობდა, მივხვდი, რომ ის უბრალოდ შეუდარებელი იყო” – დასძინა მოურინიომ.