ავტორიტეტულმა და პოპულარულმა სპორტულმა სააგენტო ESPN-მა ინგლისის პრემიერლიგის განახლების სავარაუდო თარიღად 6 ივნისი დაასახელა.
გამოცემის ცნობით, პრემიერლიგა, ჩემპიონშიფი, პირველი და მეორე ლიგები თამაშების განახლების საორიენტაციო დღედ სწორედ 6 ივნისს მიიჩნევენ. თუმცა შეჯიბრებების დაწყებამდე კლუბებს სამკვირიანი მოსამზადებელი ეტაპის გავლა მოუწევთ.
დიდი ალბათობით, სეზონის დარჩენილი მატჩები გულშემატკივართა აუდიტორიის გარეშე ჩაივლის.