“რეალის” სამიზნე: ჰალანდი და მბაპე

0
65

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუნდის მომავალზე ზრუნავს და სატრანსფერო სამიზნეებიც მოინიშნა.
Marca-ს ცნობით, „სამეფო კლუბი“ 2020 წლის ზაფხულში ერლინგ ჰალანდს, ხოლო 2021 წლის ზაფხულში კილიან მბაპეს შეიძენს.
ზინედინ ზიდანს ცენტრფორვარდი, ნამდვილი 9 ნომერი სჭირდება, რომელიც საჯარიმოში გუნდს გოლებით დაეხმარება. კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ეს პრობლემა მადრიდულ გრანდში დადგა, კარიმ ბენზემა 32 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ გოლები გააქვს, მისი თამაში მაინც გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს.
ერლინგ ჰალანდს საოცარი სეზონი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ „დორტმუნდში“ სამი თვის წინ გადავიდა, დიდი შანსია, მომავალ ზაფხულს გერმანელებს დაემშვიდობოს. „რეალი“ მზადაა 75 მილიონი ევრო გაიღოს და ნორვეგიელი გადაიბიროს.
2021 წლის ზაფხულის მთავარი სამიზნე კი კილიან მბაპეა. „რეალი“ მზადაა ფეხბურთელს ნებისმიერი ეკონომიკური სურვილი შეუსრულოს.