საუკეთესო მცველები მილანელები არიან

0
69

ინგლისურმა გამოცემა Givemesport-მა გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა და ისტორიაში საუკეთესო მცველი გამოავლინა – იტალიის ნაკრებისა და “მილანის” უკანახაზელი პაოლო მალდინი.
გამოკითხვაში 135 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ყველაზე მეტი ხმა ლეგენდარულმა აპენინელმა მიიღო. მეორე ადგილზე მისი თანამემამულე და პარტნიორი ფრანკო ბარეზი გავიდა, ხოლო მესამეზე გერმანიის ბუნდესნაკრებისა და “ბაიერნის” ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი დაასახელეს.
50 უძლიერეს მცველთა შორის 15 იტალიელი მოხვდა.
გამოკითხვის შედეგი ასეთია:
50. მარსელო 49. მაიკონი 48. პაულ ბრაიტნერი 47. რიკარდო ფერი 46. ანტონიო კაბრინი 45. ფილიპი ლამი 44. მიოდრაგ ბელოდედიჩი 43. კარლ-ჰაინც შნელინგერი 42. იააპ სტამი 41. ანდრეას ბრემე 40. კარლეს პუიოლი 39. ტარჩიზიო ბურგნიჩი 38. გარი ნევილი 37. ვიმ სურბიერი 36. დანი ალვეში 35. ჰანს-პეტერ ბრიგელი 34. რობერტო კარლოსი 33. ფილ ნილი 32. იურგენ კოლერი 31. მორტენ ოლსენი 30. ფაბიო კანავარო 29. რობერტო როსატო 28. ჯეიმი კარაგერი 27. ტიაგო სილვა 26. კარლოს ალბერტო 25. მარიუს ტრეზორი 24. ჯუზეპე ბერგომი 23. ალან ჰანსენი 22. ნილტონ სანტოსი 21. კლაუდიო ჯენტილე 20. სერხიო რამოსი 19. მანფრედ კალცი 18. ალდაირი 17. ლუსიო 16. ლილიან ტურამი 15. მაურო ტასოტი 14. ფულვიო კოლოვატი 13. ჟერარ პიკე 12. ალესანდრო კოსტაკურტა 11. რუუდ კროლი 10. ალესანდრო ნესტა 9. დანიელ პასარელა 8. ჩეზარე მალდინი 7. ჯაცინტო ფაკეტი 6. ფრანკ რაიკაარდი 5. ბობი მური 4. კაფუ 3. ფრანც ბეკენბაუერი 2. ფრანკო ბარეზი 1. პაოლო მალდინი.