მილანის „ინტერი“ “ბარსელონას” არგენტინელ შემტევ ლეო მესისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სენსაციურ ინფორმაციას არგენტინული გამოცემა TNT Sports ავრცელებს.
შესაძლო ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მესის „ინტერში“ ტრანსფერზე „ნერაძურის“ ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც ისაუბრა.
მესის “ბარსასთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით, გუნდის დატოვება უფასოდ 2020 წლის ზაფხულში შეუძლია.
“ინტერი”, ასევე, “ველეს სარსფილდისა” და არგენტინის 20 წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ტიაგო ალმადას ყიდვას აპირებს. ტიაგოს ბევრი მესის ადარებს.
