,,ინტერის” ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ მილანურ გუნდს ლეო მესის ყიდვა შეუძლია:
,,მიმაჩნია, რომ ეს მიუღწეველი ოცნება არაა. ვფიქრობ, ,,ინტერის” ხელმძღვანელობა მესის ყიდვას კორონავირუსის საფრთხის გამო გამოწვეულ პაუზამდეც ცდილობდა. არ ვიცი, როგორ შეიცვლება სიტუაცია, მაგრამ, ვფიქრობ მიმდინარე სეზონის ბოლოს ბევრი უცნაური რამ მოხდება”, – მორატის სიტყვები Goal.com-ს მოჰყავს.