Marca-მ გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივარმა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
გამოკითხვის ავტორებმა 16 ფეხბურთელი შეარჩიეს და პლეი-ოფის პრინციპით მომხმარებლებმა საუკეთესოდ კრიშტიანუ რონალდუ გამოავლინეს.
ფინალში, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესი დაამარცხა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი, ბრაზილიელმა რონალდომ მარადონას აჯობა.
