გიორგი მერებაშვილი პლოცკის „ვისლას“ ყველა დროის ლეგიონერთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი პოლონური გუნდის ვებგვერდმა გამოარჩია.
„ვისლას“ ლეგიონერთა სიმბოლური:
ტომას დანე (გერმანია), ნებოისა ჟივკოვიჩი (სერბეთი), ჟარკო ბელადა (მონტენეგრო), მიტარ პეკოვიჩი (სერბეთი), ანხელ გარსია საბესალი (ესპანეთი), ემანუელ ეკვეუემე (ნიგერია), გიორგი მერებაშვილი (საქართველო), ლუმირ სედლაჩეკი (ჩეხეთი), დიმიტარ ილიევი (ბულგარეთი), რიკარდინიო (ბრაზილია), ხოსე კანტე მარტინესი (ესპანეთი)
გიორგი მერებაშვილი „ვისლას“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს და 106 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი და კლუბის ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია.