გიორგი ჩაკვეტაძე L’Equipe-ის გამორჩეულ ტალანტებში

0
100

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა მსოფლიოს მასშტაბით 50 ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოარჩია და მათ შორის ერთი გიორგი ჩაკვეტაძეა.
გამოცემამ ხსენებული ფეხბურთელები ხუთ კატეგორიად დაჰყო და ჩაკვეტაძე იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალში მოხვდა, რომელთაც სერიოზული ტრავმების გამო ბოლო პერიოდში თავისი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინეს.
გიორგისთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში იბრაჰიმა კონატე, ეზეკიელ ბარკო, იან ვალერი, დიოგო დალო, არნე მაიერი და ჰანეს ვოლფი მოხვდნენ.