ინგლისის პრემიერლიგის რვა გუნდი ევრთასებიდან „მანჩესტერ სიტის“ მოხსნის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მომხრეა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
როგორც გამოცემა წერს, „ლივერპული“, „ლესტერი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ვულვზი“, „ტოტენჰემი“, „არსენალი“ და „ბარნლი“ პეპ გვარდიოლას გუნდისთვის სასჯელის მოხსნის შესაძლებლობას არ ეთანხმებიან. რვავე კლუბმა CAS-ს (სპორტულ საარბიტრაჟო ტრიბუნალი) წერილი გაუგზავნა და მოითხოვა, რომ უეფას მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვონ.
კლუბების პროტესტი ისაა, რომ კორონავირუსის გამო შესაძლოა „სიტის“ საქმის განხილვა და შესაბამისად, სასჯელიც გადაიდოს. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში კი ინგლისური გუნდები მიიჩნევენ, რომ „ქალაქელები“ ისევ დაუსჯელნი დარჩებიან.
