კახა კალაძე: “პაოლოს ვესაუბრე, თავს უკეთ გრძნობს”

0
73

ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს და ამჟამად “მილანის” ტექნიკურ დირექტორს პაოლო მალდინის კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდგინდა მის შვილს დანიელსაც.
თბილისის მერმა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ მალდინის შესახებ ისაუბრა:
იტალიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მქონდა კომუნიკაცია ჩემს მეგობრებთან. პაოლო მალდინი, რომელიც ყველასთვის ცნობილი საფეხბურთო ვარსკვლავია, ამ ვირუსითაა დაავადებული, თავის შვილთან ერთად. პაოლოს ვესაუბრე, თავს უკეთ გრძნობს.
ზოგადად, იტალიას რაც შეეხება, საზოგადოება ძალიან შეშინებულია, საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მილანი და მისი შემოგარენი, ლომბარდიის რეგიონი მთლიანად დაკეტილია. ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობა ზუსტად ამ რეგიონშია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება დროულად მოხდეს ადამიანების გაჯანმრთელება, თუმცა ძალიან დიდია ინფიცირებულთა რიცხვი და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ყოველდღიურად იზრდება. ძალიან რთულ პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა, – აცხადებს თბილისის მერი.