მალდინის და დიბალას კორონავირუსი დაუდგინდათ

0
29

ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს და ამჟამად “მილანის” ტექნიკურ დირექტორს პაოლო მალდინის, კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდგინდა მის შვილს დანიელსაც. ეს ინფორმაცია “როსონერიმ” ოფიციალურად დაადასტურა.

კორონავირუსი დაუდგინდა “იუვენტუსის” შემტევ პაულო დიბალასაც.
26 წლის არგენტინელი ფეხბურთელი 11 მარტიდან თვითიზოლაციაშია და მკურნალობის კურსი შინ ჩაუტარდება. “იუვენტუსის” ვებგვერდის ცნობით, დიბალა თავს კარგად გრძნობს.
პაულო დიბალა “ბებერი ქალბატონის” მესამე ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ვირუსზე დანიელე რუგანი და ბლეზ მატუიდიც მკურნალობენ.