პოპულარული ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტნებს შეხვდა და მათთან ხელფასის შემცირების საკითხზე ისაუბრა.
“ბარსელონას” ოთხი კაპიტანი ჰყავს – ლიონელ მესი, ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და სერხი რობერტო. გამოცემის ცნობით, სეზონის განახლებამდე ფეხბურთელები ხელფასის 30 პროცენტიან კლებაზე მზად არიან.
კლუბის ბიუჯეტის 53 პროცენტი (552 მილიონი ევრო) მთავარ საფეხბურთო გუნდს ხმარდება. “ბარსას” კი, შეწყვეტილი სეზონის გამო, შემოსავალი შემოაკლდა, ამიტომაც ფეხბურთელებს ჯამაგირის დაკლების წინადადებით მიმართეს.