ბელარუსმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
52

ბელარუსის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა 26 მარტს თბილისში ერთა ლიგის D ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მარხელმა შეკრებაზე შემდეგ მოთამაშეებს უხმო:
მეკარეები: ალეკსანდრ გუტორი („შახტიორი“, სოლიგორსკი). პაველ პავლიუჩენკო („დინამო-ბრესტი“), ეგორ ხატკევიჩი („ისლოჩი“), ანტონ ჩიჩკანი (ბატე);
მცველები: ალეკსანდრ მარტინოვიჩი („კრასნოდარი“, რუსეთი), დენის პოლიაკოვი, ნიკოლაი ზოლოტოვი (ორივე „ურალი“, ეკატერინბურგი), სერგეი პოლიტევიჩი, სერგეი მატვეიჩიკი, იგორ ბურკო (ყველა „შახტიორი“, სოლიგორსკი), ნიკიტა ნაუმოვი („ჟეტისუ“, ყაზახეთი), ალეკსანდრ პავლოვეცი („დინამო-ბრესტი“), მაქსიმ შვეცოვი („დინამო-მინსკი“), სერგეი კარპოვიჩი („ისლოჩი“);
ნახევარმცველები: სერგეი კისლიაკი, მიხაილ გორდეიჩუკი, პაველ სავიცკი (ყველა „დინამო-ბრესტი“), სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი, დმიტრი ბაგა (ყველა ბატე), ივან მაევსკი, მაქს ებონგი (ორივე „ასტანა“), ნიკიტა კორზუნი („ვილაფრანკენეშე“, პორტუგალია), იური კოვალიოვი („არსენალი“, რუსეთი), იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (ორივე „შახტიორი“, სოლიგორსკი), ივან ბახარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ორივე „დინამო-მინსკი“);
თავდამსხმელები: დენის ლაპტევი („დინამო-ბრესტი“), მაქსიმ სკავიში, ანტონ საროკა (ორივე ბატე), ვიტალი ლისაკოვიჩი („შახტიორი“, სოლიგორსკი), ილია შკურინი (ცსკა, რუსეთი).

მარხელი საბოლოო შემადგენლობას 23 მარტს დაასახელებს. ჩვენი მეტოქე თბილისში 25 მარტს ჩამოფრინდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 26 მარტს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.