კიკე სეტიენი: ,,მატჩების 90%-ის შედეგს მესი განსაზღვრავს”

0
49

კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა, ლეო მესიზე ისაუბრა:
,,მესი უნიკალურია, ის განსაკუთრებულია. მართალია, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებიც მასთან ურთიერთქმედებაზე ბევრს ფიქრობენ, მეც ასე მოვიქცეოდი. მატჩების 90%-ის შედეგს მესი განსაზღვრავს.
მოთამაშეებს ხშირად ვეუბნები: თუ ბურთი კარგ ბიჭებს აქვთ, საქმე, დიდი ალბათობით, კარგადაა. აი, რატომ ეძებენ ისინი მესის მოედანზე. ასეთი დამოკიდებულება ნორმალურია,” – სეტიენის სიტყვებს el periodico ციტირებს.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 23 გოლი და 16 ასისტია.