3 აპრილამდე სერია A-ს ყველა მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. მიზეზი მსოფლიოში, მათ შორის იტალიაში, გავრცელებული კორონავირუსია. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალური არ არის.
როგორც მოგეხსენებათ უკანასკნელ პერიოდში იტალიაში კორონავირუსის გამო არაერთი მატჩი გადაიდო.
ოფიციალურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ვალენსიასა” და “ატალანტას” საჩემპიონთალიგო შეხვედრა, რომელიც “მესტალიაზე” უნდა გაიმართოს, მაყურებელთა გარეშე ჩატარდება.
