მესი პირველია, რონალდუ – 33-ე…

0
35
CIES Football Observatory-ს კვლევის ცენტრი უძლიერესი ხუთი ეროვნული ჩემპიონატის (ლა ლიგა, პრემიერლიგა, სერია A, ლიგა 1, ბუნდესლიგა) იმ ფეხბურთელების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებმაც შეტევის წარმართვა ისე შეძლეს, რომ მათმა გუნდმა გოლი გაიტანა.
აშკარა შეტევად კვლევის ცენტრმა ჩათვალა მომენტი, რომელიც დასრულდა მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლით ან ახლო მანძილიდან კარში დარტყმით. ამ მაჩვენებლით საუკეთესო უკანასკნელ ხუთ წელიწადში კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ფორვარდი ლეო მესია, რომელმაც 158 აშკარა შეტევა შექმნა.
მეორე ადგილი ლეოს თანამემამულემ, ანხელ დი მარიამ დაიკავა, რომელმაც 109 აშკარა შეტევის შექმნა მოახერხა.
მესამე ადგილზე ბელგიელი კევინ დე ბრუინი 94 შეტევით განთავსდა.
ტურინის “იუვენტუსის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ 33-ე ადგილს დასჯერდა. მან უკანასკნელ ხუთ წელიწადში მხოლოდ 46 აშკარა შეტევა წარმართა.