უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, შესაბამისად ცნობილია ყველა წყვილი, რომლებიც ევროპის რანგით მეორე საფეხბურთო ტურნირზე პლეი ოფის მეორე სტადიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდება.
„ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი) – „კოპენჰაგენი“ (დანია)
„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – „ვულვზი“ (ინგლისი)
„რეინჯერსი“ (შოტლანდია) – „ლევერკუზენი“ (გერმანია)
„ვოლფსბურგი“ (გერმანია) – „შახტარი“ (უკრაინა)
„ინტერი“ (იტალია) – „ხეტაფე“ (ესპანეთი)
„სევილია“ (ესპანეთი) – „რომა“ (იტალია)
„აინტრახტი“ (გერმანია)/“ზალცბურგი“ (ავსტრია) – „ბაზელი“ (შვეიცარია)
„ლასკი“ (ავსტრია) – „მანჩესტერი“ (ინგლისი)
ევროპა ლიგის მერედფინალური მატჩები 12 და 19 მარტს გაიმართება.