შვეიცარიის პროკურატურამ პსჟ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე აღძრა

0
21

შვეიცარიის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა პარიზის პსჟ-ის ყატარელი პრეზიდენტის ნასერ ალ ხელაიფის წინააღმდეგ. გამოძიების თქმით, ყატარელი მენეჯერი ფიფას ყოფილ გენმდივან ჟერომ ვალკს ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდა, მათ შორის, სარდინიაზე ვილაც კი უყიდა. პლუს ამას, ყველაზე დიდმა ყატარულმა სპორტულმა ტელეკომპანია beIN Sports-მა 2018, 2022, 2026 წლების მსოფლიო თასის ტრანსლირების უფლება საეჭვოდ ბევრ ქვეყანაში მოიპოვა. ამას ემატება ისიც, რომ ყოფილი ჩინოვნიკის შვილი პსჟ-ში მუშაობს.