ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევმა, ანსუ ფატიმ ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. ანსუ ფატი ლა ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც დუბლი გაიფორმა – ეს მან 17 წლის და 94 დღის ასაკში მოახერხა. აქამდე, აღნიშნული რეკორდი “მალაგას” ფეხბურთელს, ხუანმის ეკუთვნოდა. 2010 წელს, მან 17 წლის და 115 დღის ასაკში “ვალიადოლიდს” ორი გოლი გაუტანა.
ლა ლიგის 22-ე ტურში კი, “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “ლევანტე” მიიღო და ფატის დუბლის წყალობით 2:1 (ანსუმ ორი გოლის გატანა 100 წამის ინტერვალში შეძლო) იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა ლეო მესიმ შეასრულა.