შერმადინი ისევ MVP – ამჯერად ჩემპიონთა ლიგის მატჩში

0
40

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”. ამჯერად ესპანური გუნდი თურქეთს ესტუმრა და “გაზიანთეფი” 88:65 დაამარცხა.

გიორგის წინამძღოლობით ტენერიფელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა, 20:14 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ანგარიშში სხვაობას მხოლოდ ზრდიდნენ.

ვინაიდან, ესპანელთა გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია, მწვრთნელმა გიორგი შერმადინი საკმარისად დაასვენა – 21 წუთი ათამაშა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა მაინც მოასწრო და მატჩის საუკეთესო გახდა: 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა, მარგი ქმედების კოეფიციენტი – 27. გიომ 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ტენერიფელთა გამთამაშებელმა მარსელინიო უერტასმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა – 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ესპანეურ კლუბს 10 მოგება, ორი წაგება აქვს და თავის ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს მაიკლ დიქსონის “ნიმბურკთან” იყოფს. მომდევნო მატჩს 28 იანვარს შინ, ლატვიურ “ვეფ რიგასთან” გამართავს.