ალექსის ფავორიტი “სიტია”

0
50
Juventus' Alessandro Del Piero (l) is presented with a runners-up trophy by UEFA President Lennart Johansson and UEFA Chief Executive Gerhard Aigner (r) (Photo by Tony Marshall/EMPICS via Getty Images)

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონზე ისაუბრა და მთავარი ფავორიტიც დაასახელა.

“წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი “მანჩესტერ სიტის” აქვს. რა თქმა უნდა, “ლივერპულსაც” შეუძლია თასის ზედიზედ მეორედ მოგება, თუმცა, ვფიქრობ, რომ კლოპის გუნდი პრემიერლიგაზე იქნება გადართული” – აღნიშნა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრო დელ პიერო “იუვენტუსის” ღირსებას 1993-2012 წლებში იცავდა. მან ტურინული კლუბის მაისური 706 შეხვედრაში მოირგო, 290 გოლი გაიტანა და 74 საგოლე გადაცემა გაიფორმა.