პაპუნაშვილის “პაოს” ინტერესთა სფეროში

0
34

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი პაპუნაშვილის შეძენა MLS-ის კლუბს, “ნიუ იორკ სიტის” სურდა, თუმცა როგორც გაირკვა, “სარაგოსას” ქართველმა ლეგიონერმა ამერიკაში თამაშზე უარი თქვა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერით ათენის “პანათინაიკოსი” დაინტერესდა და მის გადაბირებას შეეცდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ “სარაგოსას” პრეზიდენტმა, კრისტიან ლაპერტამ  ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამი ფეხბურთელის – გიორგი პაპუნაშვილის, პომბოსა და ბიკოროს გაყიდვა დააანონსა.