ასათიანი “ლოკომოტივის” სიმბოლურში

0
13

მოსკოვის “ლოკომოტივის” XXI საუკუნის სიმბოლურ გუნდში მალხაზ ასათიანი მოხვდა. სიმბოლური შემადგენლობა ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და ცნობილმა სააგენტომ, სპორტ-ექსპრესმა შემოგვთავაზა.

გამოცემა წერს, რომ მაშინ, როდესაც ასათიანი “ლოკომოტივს” შეუერთდა უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშე იყო და გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მოსკოვის “ლოკომოტივში” 2003/10 წლებში გამოდიოდა. ამ დროში ასათიანმა გულშემატკივარს თავი 125  მატჩით, 6 გოლითა და  10 საგოლე გადაცემით დაამახსოვრა.