ბრიტანულმა მედია-გიგანტმა BBC-მ 2010 წლიდან 2019 წლამდე პრემიერ ლიგის ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელისა და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის გამოსავლენად, გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა.
ქომაგებმა ინგლისში ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშედ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო დაასახელეს, რომელმაც ხმების 26 პროცენტი მიიღო.
მეორე ადგილზე „ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი გავიდა 12 პროცენტით, მესამეზე – „ლესტერის“ თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი 11 პროცენტით, ხოლო მეოთხეზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფორვარდი უეინ რუნი – 10 პროცენტით.
გულშემატკივრებმა პრემიერ ლიგაში ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად „ლესტერის“ მიერ 2016 წელს ჩემპიონობის მოგება დაასახელეს, რასაც მხარი რესპოდენტების 38 პროცენტმა დაუჭირა.
მეორე ადგილზე აგუეროს მიერ 2012 წელს „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ მატჩში ძირითადი დროსთვის დამატებულ მეოთხე წუთზე გატანილი გოლი გავიდა, რომელმაც „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონობა მოაგებინა – 29 პროცენტი.
