ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე ნბა-ს G (განვითარების) ლიგაში, საკუთარ სატელიტ გუნდ პორტ ვეინში გაანათხოვრა. როგორც გუნდში განაცხადეს, ეს მხოლოდ ერთი მატჩით მოხდა და ინდიანას მორიგ შეხვედრაი ბითაძე ისევ პეისერსის განაცხადში იქნება.
ამასობაში ბითაძემ პირველი მატჩი უკვე ითამაშა პორტ ვეინის მაისურით და გუნდს “ერის” 113:93 დამარცხებაში დიდად დაეხმარა. ქართველი ცენტრი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. ბითაძემ 36:17 წუთში 26 ქულა, 14 მოხსნა, ოთხი პასი, სამი დაფარება და ორი ჩაჭრა მოაგროვა.