შენგელიას 19 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება ბელგრადში

0
25

ევროლიგაში ორი წაგების შემდეგ ბასკონიელებმა გასვლითი გამარჯვება იზეიმეს. ამაში დიდი წილი მიუძღვის ესპანური გუნდის ქართველ კაპიტან თორნიკე შენგელიას, რომელიც ნიკ სტაუსკასთან ერთად “ბასკონიას” ბელგრადში ულიდერა. ვიტორიელებმა ზუსტად მათივე შედეგის (5 მოგება, 7 წაგება) მქონე “ცრვენა ზვეზდა” 72:64 დაამარცხეს.

შენგელიამ სასტარტო ხუთეულში, ფაქტობრივად შეუცვლელად ითამაშა. 37:34 წუთში თორნიკემ 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 სამქულიანი და 11-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაშიც ბასკონიელთაგან საუკეთესო კანადელი ლეგიონერი ნიკ სტაუსკასი გახლდათ. ჩრდილოამერიკელმა 30 წუთში 22 ქულა მიითვალა.

6 მოგებითა და 7 მარცხით ბასკონია 18-გუნდიან ევროლიგაში მეცხრე ადგილზეა და მისი მიზანი საუკეთესო 8 გუნდში შესვლა და პლეი ოფში მოხვედრაა. შემდეგ საევროლიგო მატჩს ბასკონიელები 17 დეკემბერს, ესპანეთში, თუმცა მეტოქე გუნდის ქალაქ ვალენსიაში გამართავენ.