41 წლის ჯენარო გატუზო “ნაპოლის” მწვრთნელად დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაცია ნეაპოლურმა კლუბმა “ტვიტერით” გაავრცელა.
გატუზოს კონტრაქტს სეზონის ბოლომდე, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით გაუფორმეს. სინიორ ჯენაროს ჯამაგირი მიმდინარე სეზონში 1.5 მილიონი ევრო იქნება, მომავალ სეზონში კი – 3 მილიონი.
გატუზო უწინ იტალიურ კლუბებს “მილანს”, “პალერმოს” და “პიზას”, საბერძნეთის ოფი-ს და შვეიცარიის “სიონს” წვრთნიდა.
