,,პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობა ბრაზილიელი ფორვარდის ნეიმარის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაყიდვას განიხილავს, ინფორმაციას Marca ავრცელებს.
სამხრეთამერიკელის გადაბირებით გასულ ზაფხულს კატალონიის ,,ბარსელონა” ინტერესდებოდა, პარიზელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 300 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ახლა კი მზად არიან მას 180 მილიონის სანაცვლოდ შეელიონ.
ნეიმარი ,,პარი სენ ჟერმენში” 2017 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ბრაზილიელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. თავდამსხმელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.
