ოლიმპიადა და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთის გარეშე…

0
92

რუსეთი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნეს. მას ასევე ოთხი წლით ყველა სახის სპორტულ საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობა და მასპინძლობა აეკრძალა. საბოლოო გადაწყვეტილება 9 დეკემბერს ლოზანაში მიიღეს.

ანტიდოპინგური სააგენტოს რადიკალური ნაბიჯის მიზეზი დოპინგსკანდალი გახდა, რომელშიც არა მხოლოდ ცალკეული სპორტსმენები, არამედ მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული.

რუსეთს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებთან ერთად 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების, 2022 წლის ფეხბურთი მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებაც მოუწევს.

ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც დოპინგ-ტესტს წარმატებით გაივლიან ასპარეზობებზე მონაწილეობის უფლებას მიიღებენ, ოღონდ ინდივიდუალურად და არა რუსეთის სახელით. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არც ერთ საერთაშორისო სპორტულ ტურნირზე რუსეთის დროშას არ აწევენ და რუსეთის ჰიმნს არ დაუკრავენ.

ჯერ კიდევ 2016 წელს იმავე დოპინგსკანდალის გამო, რიოს ოლიმპიადიდან რუსი ძალოსნები მოხსნეს, 2018 წელს კი ფიონ-ჩანგის ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა ჩაიარა რუსეთის გარეშე, თუმცა რუსეთმა პრობლემების მოგვარებას გაღრმავება ამჯობინა.