“ფლამენგომ” პელესდროინდელი “სანტოსის” მიღწევა გაიმეორა

0
34

ბრაზილიის ჩემპიონატის 34-ე ტურში ,,პალმეირასი” ,,გრემიოსთან” დამარცხდა. მანო მანეზეშის გუნდმა პირველ ადგილზე გადასვლის ყველა შანსი დაკარგა და შედეგად, ქვეყნის ჩემპიონობა ,,ფლამენგომ” ოფიციალურად გაიფორმა.

Globo Esporte-ს ცნობით, ,,ფლამენგომ”, რომელმაც წელს ბრაზილიის ჩემპიონატის გარდა, კოპა ლიბერტადორესიც მოიგო, პელეს ,,სანტოსის” მიღწევა გაიმეორა. ამ ორი გუნდის გარდა ერთ სეზონში ორი მთავარი ტიტული არცერთ ბრაზილიურ კლუბს არ მოუგია.

ბრაზილიის სერია A-ს დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი, ,,ფლამენგო” 81 ქულით პირველ პოზიციაზეა და უახლოეს მდევრებს 13 ქულით უსწრებს.