დუდა სანაძის ზეშედეგიანი თამაში პორტუგალიაში. “ოლივეირენშეს” ქართველმა ლეგიონერმა სეზონის საუკეთესო მატჩი “მადეირასთან” ითამაშა. ოლივეირენშელებმა მეტოქეს 97:83 მოუგეს, სანაძე კი 29 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.
დუდა ტრადიციულად სასარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:08 წუთი გაატარა. ამ დროში სანაძემ 29 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და ერთი ჩაჭრა დაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა ბურთი ერთადერთხელ დაკარგა. დუდამ ცხრიდან 5 ორქულიანი, ცხრიდან 3 სამიანი და თერთმეტიდან 10 საჯარიმო ჩააგდო.
7 მოგებითა და ერთი მარცხით სანაძის გუნდი “სპორტინგთან” 2-3 ადგილებს იყოფს. შემდეგ ტურში, 29 ნოემბერს, “ოლივეირენშე” პირველ ადგილზე 8 მოგებით მყოფ “პორტოს” დაუპირისპირდება.