ბენზემა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დაუპირისპირდა

0
63

მადრიდის “რეალის” ფრანგ თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას, ეროვნულ ნაკრებში 2015 წლის შემდეგ არ უთამაშია. იგი სამფეროვანთა ნაკრებიდან მატიუ ვალბუენას შანტაჟის გამო მოკვეთეს. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ ბენზემაზე ისაუბრა:
„კარიმი შესანიშნავი ფეხბურთელია და მის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს არ შემიტანია. ის ამტკიცებს, რომ საუკეთესოთა შორისაა, მაგრამ მისი სანაკრებო თავგადასავალი დასრულებულია“.

ამასთან დაკავშირებით თავად კარიმ ბენზემამაც ისაუბრა:
„ნოელ, ჩემი აზრით, მწვრთნელების გადაწყვეტილებაში არ უნდა ერეოდე. ვფიქრობ, ჩემი სანაკრებო კარიერის დასასრულზე გადაწყვეტილება თავად უნდა მივიღო. თუ ფიქრობ, რომ საკუთარი თავი ამოვწურე, სხვა ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მომეცი და ერთად ვნახოთ“, – წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

კარიმ ბენზემამ ეროვნული ნაკრების მაისურით 81 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა. მისი დებიუტი 2007 წელს შედგა. იმ დროს ნაკრების თავკაცი რაიმონ დომენიკი იყო.