თრილერი “სტემფორდ ბრიჯზე”

0
28
საოცარი მატჩი გაიმართა ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე”, სადაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრის მსვლელობისას ამსტერდამის “აიაქსი” “ჩელსის” 4:1-ს უგებდა, შემდეგ ასპილიკუეტამ ანგარიში 2:4 გახადა, 68-ე წუთზე იტალიელმა მსაჯმა ჯანლუკა როკიმ ბლინდი გააძევა, 69-ეზე ველტმანი და ამსტერდამელები მოედანზე ორკაცნაკლულები დარჩნენ. ამით “ჩელსიმ” ისარგებლა და ფრეს მიაღწია.
მცველმა რის ჯეიმსმა ანგარიში გაათანაბრა და ის ტურნირზე “ჩელსის” ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორია – 19 წლის და 332 დღის.
“ჩელსი” 2005 წლის შემდეგ პირველი ინგლისური გუნდია, რომელიც 3 ბურთით აგებდა და მატჩის გადარჩენა მოახერხა.
“ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ტაიმში 3 გოლი პირველად გაუშვა.
“აიაქსმა” პირველ ტაიმში მეტოქის კარში ერთხელ დაარტყა და 3 გოლი გაიტანა – 2 ავტოგოლი იყო.