არსენ ვენგერი: ,,ბარსელონა” კრიზისშია, გუნდმა ქარიზმა დაკარგა”

0
54

ლონდონის ,,არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ,,ბარსელონას” ბოლოდროინდელი თამაში გააკრიტიკა:
,,ბარსელონა კრიზისშია, რადგან გუნდი ნელა თამაშობს. გარდა ამისა, კატალონიელები ბურთს ხშირად კარგავენ და მეტოქის კონტრშეტევებს ვერ უმკლავდებიან.
სიტუაცია ,,ბარსელონა” ყოველთვის საინტერესო იყო, რადგან ისინი გუნდური თამაშით გამოირჩეოდნენ, ლეო მესი კი მთავარ პერსონაჟს წარმოადგენდა, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო.
ახლა კი გუნდი ელოდება, რას გააკეთებს მესი. ,,ბარსელონამ” ქარიზმა დაკარგა”, – ვენგერის სიტყვებს Sport.es ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში ,,ბარსელონამ” პრაღის ,,სლავიას” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.