მესიმ 2019 წელს ყველაზე მეტი გამოიმუშავა

0
57

Forbes-ს მიხედვით, ყველა სპორტის გათვალისწინებით, არგენტინელი ვარსკვლავი, ლეო მესი 2019 წელს ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენია. მან 114.1 მილიონი ევრო გამოიმუშავა. მეორეა კრიშტიანუ რონალდუ, რომლის ანგარიშზეც 98 მილიონი ევროა. ჩამონათვალში მესამე ადგილი ნეიმარმა დაკავა – 94.3 მილიონი ევრო.

საინტერესოა, რომ ათეულის პირველი სამეული ფეხბურთელებით შეივსო.

TOP 10:
1. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 114.1 მილიონი ევრო
2. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) – 98 მილიონი ევრო
3. ნეიმარი (ფეხბურთი) – 94.3 მილიონი ევრო
4. კანელო ალვარესი (კრივი) – 84.5 მილიონი ევრო
5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 84 მილიონი ევრო
6. რასელ უილსონი (ამერიკული ფეხბურთი) – 80.4 მილიონი ევრო
7. აარონ როჯერსი (ამერიკული ფეხბურთი) – 80.2 მილიონი ევრო
8. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 80 მილიონი ევრო
9. სტეფ კარი (კალათბურთი) – 71.7 მილიონი ევრო
10. კევინ დურანტი (კალათბურთი) 58.7 მილიონი ევრო.