საქართველომ მასპინძელ პოლონეთთან მოგებით დაიწყო

0
44

ფუტსალის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველი ჯგუფის შეხვედრებს პოლონეთი მასპინძლობს. 24 ოქტომბერს, ქალაქ ზელონა გორაში ორი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა უშუალო კონკურენტი და მეინ რაუნდის მასპინძელი პოლონეთი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან თალესი დუბლის ავტორი გახდა, ერთი გოლი კი ფუმასამ გაიტანა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთმა ფინეთს 4:1 მოუგო.
პოლონეთი – საქართველო 2:3
პოლონეთი: ნავრატი, ზასტავნიკი, ლუტეცკი, პიეტრუჟკო, კრიცელი
მთავარი მწვრთნელი: ბლაზეი კორზინსკი
საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, ფუმასა
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
გოლები: 0:1 თალესი (8:12) 1:1 ლოპუჩი (11:56), 2:1 ზასტავნიკი (პ) (15:30), 2:2 ფუმასა (21:50) 2:3 თალესი (პ) (23:00)

მეორე ტურის მატჩები 25 ოქტომბერს გაიმართება:
19:00 საქართველო – ესპანეთი
20:00 პოლონეთი – ფინეთი