,,რენის” მეკარე, პეპე ბონე ,,კლუჟთან” ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მოედანზე მე-8 წუთზე შევიდა. კონგოელს თამაშის საშუალება ფრანგული გუნდის ძირითადი მეკარის, ედუარ მენდის გაძევების გამო მიეცა.
შედეგად, პეპე, 16 წლისა და 254 დღის ასაკში, გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც ევროპა ლიგაზე უთამაშია. მოედანზე შესვლიდან 1 წუთში ბონემ გოლი გაუშვა.
,,რენისა” და ,,კლუჟის” შეხვედრა რუმინელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
